LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „ეს თქვენი სანქციები ლურსმნების „გაიკები” და „შურუფებია”, რომ ნელ-ნელა უჭერთ?“

829
iveri

ცნობილი მომღერალი თამარ ივერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოთქვამს და აღნიშნავს:

„ორი დღეა მესმის, როგორ აცხადებენ – ამერიკა სანქციებს კიდევ ამკაცრებს, არიქა, ახლა „სბერბანკი“ და „ალფაბანკიც“ შევაჩერეთო. თქვე დალოცვილებო, ეს თქვენი სანქციები ლურსმნების „გაიკები” და „შურუფებია”, რომ ნელ-ნელა უჭერთ? თავიდანვე ერთბაშად რატომ არ მიიღეთ, როგორი მკაცრი სანქციებიც იყო მისაღები? აუცილებლად 43 დღე ომი, ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უნდა მომხდარიყო, რომ „სბერბანკი“ და „ალფა ბანკი“ დაგებლოკათ? თავიდანვე რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი? ღმერთმა ნუ ქნას, აღარ გაგრძელდეს ეს ომი, მაგრამ… ორი კვირის მერე კიდევ რომელიმე ქალაქი რომ გასწორდეს მიწასთან და კიდევ ასობით მსხვერპლი იყოს, კიდევ გამოხვალთ და ისევ ასეთივე  ყალბი შეშფოთებით იტყვით, კიდევ ვამკაცრებთ სანქციებს, ახლა „გაზპრომს“ და „რუსპრომს“ ვბლოკავთო.

თამარ ივერი: „უკრაინელებს ბოროტმა დემონმა ასეთი „დედის დღე“ გაუთენა!!! მათ მისალოცი არაფერი აქვთ დღეს!“

ვაი, რომ უკვე ბავშვსაც კი აღარ სჯერა ამ თქვენი სანქციების. და ვის უწესებთ მაგ სანქციებს? ისევ იმ საწყალ, კორპუსებში შეყრილ, პირაკრულ რიგით რუს მოსახლეობას, თორემ იმ ოლიგარქებს, ბოდიში გამოთქმისთვის და სულ „ფეხებზე ჰკიდიათ” ეს სვიფტების ჩაკეტვაც და სახლის დაყადაღებაც. არც ერთ  მათაგანს რუსეთის ბანკებში არ აქვს ფული, რომ სვიფტი ებლოკებოდეს. ფულები ოფშორებში, საკუთარვე შექმნილ ბანკებში ან კვიპროსის, შვეიცარიის, ლიხტენშტაინის და ა.შ ბანკებში აქვთ დაბანდებული. 20 სახლიდან და 30 იახტიდან თუ 2-3 ვილას და 3-4 იახტას ჩამოართმევ, „კაკ ნიბუდ” გადაიტანს ვალოკორდინის საჭიროების გარეშე. 2-3 წელიწადში ისევ შეივსებს „დანაკლისს“, ისევ უბრალო ხალხია ცოდო… წნეხი და შეზღუდვა ისევ მათ აწვებათ და პირველ რიგში, ჩვენ, სრულიად ყველა ვართ უკვე ცოდო ამ ევრო ტრიბუნებიდან მხოლოდ „ხალასტოიზე” მოთუხთუხე  შეშფოთებულ-აღშფოთებული პოლიტცვედანების „სფიჩების“ შემხედვარე!!!“

თამარ ივერი: „არც მინდა, სახელი დავასახელო მისი, ფიურერმა, მთელ მსოფლიოს შეაძულა ერთ დროს უინტელექტუალურესი და დიდი ერი…“

თამარ ივერი ვალერი მელაძეს მიმართავს: „დაბრუნდი შენს ძმასთან ერთად სამშობლოში!..“

magti 5g