რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, თამარ მაყაშვილი.
დღეს იუბილარი ხარ, როგორ აღნიშნავ?
დღეს არაფერს ვგეგმავ, ხვალ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შევკრებ, ბათუმში ვარ. ზოგადად, არ მიყვარს გრანდიოზულად აღნიშვნა, სახლურად მირჩევნია. არ წყდება ზარები, ყველა მილოცავს, ბედნიერი ვარ.
მახსოვს, 50 წლის რომ გავხდი, ქუთაისში ვიყავით, ჩემმა მეგობრებმა ჩემდა უჩუმრად შემიკრიბეს მეგობრები, იქ საოცარი დრო ვატარეთ. იყვნენ ანიმატორები, თბილისიდან ჩამოსული ზღვა ხალხი…
მართალია, რომ რუსკას ნაჩუქარ სახლში ვცხოვრობ?
კი, ეს ასეა, ეს არის ის სახლი, რუსკას რომ აჩუქა მთელმა საქართველომ. რაღაც პრობლემები ცხადია იყო, რაც მოგვარდა, ზოგმა რა მაჩუქა, ზოგმა – რა და ერთობლივი ძალებით გავაკეთეთ ეს სახლი. სულ არ არის საჭირო, დიდი ჭაღები გეკიდოს სახლში, მთავარია, სითბო ტრიალებდეს.
ბათუმში გადახვედი საცხოვრებლად?
ჯერჯერობით, სულ ბათუმში ვცხოვრობ, ბათუმის თეატრის მოქმედი მსახიობი ვარ. ბათუმური ცხოვრება არის ძალიან მშვიდი, წყნარი. ძირითადად, მარტო ვარ აქ, მაგრამ ხან ჩემი მეუღლე ჩამოდის, ხან – ნოდარიკო.
ახლა ის ამბავი გაიხსენე, სკანდალში რომ გაეხვიე, სპექტაკლებიდან რომ ჩაგხსნეს…
ეს მივიწყებული ისტორიაა, შემდეგ მალევე გაერკვა ხალხი, რა და რატომ მოხდა. უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდში. არავის არსაიდან არ ჩავუხსნივარ, უბრალოდ, ცოტა ხანი გაურკვევლობა იყო. მალევე დალაგდა ყველაფერი. ცხადია, არ იყო მარტივი პერიოდი, თუმცა მეგობრებმა გადამატანინეს ის ეტაპი.