ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე „ღამის პრაიმ ტაიმთან“ აღნიშნავს, რომ მკვეთრად ანტივაქსერული განწყობის მქონე ადამიანთა განწყობები და საუბრები ამავე შოუში მისთვის გაუგებარი გახდა:
„მართალი გითხრათ, გაოცებული ვარ… ეს რა ვნახე, ხალხო. წნევამ ამიწია, იცით?!. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამან საქართველოში ასეთი სერიოზული სახე მიიღო. მე მეგონა, რომ არიან ვიღაც გონება დაბინდული ადამიანები, ხომ არის ასეთი ხალხი?! შემრცხვა. როგორ შეიძლება ასე მსჯელობა, რომ ვაქცინას არ გაიკეთებ. კი მაგრამ, შენ ვინ გეკითხება? ამის წინააღმდეგი რანაირად შეიძლება იყო, ბატონ თენგიზს არ მოვუსმინო და ვიღაცამ წამჩურჩულა ყურში და მას დავუჯერო? შავი ჭირი და კეთრი რომ გაჩნდებოდა, მიჰყავდათ კუნძულებზე და მალავდნენ, მათაც არ უნდოდათ წასვლა, მაგრამ ერი უნდა გადაერჩინათ…“