LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: „ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს ნამდვილ ახალ წელს, ხალხი იქნება ქუჩაში, რადგან ისინი ხელისუფლებამ ქუჩაში გამოყარა“

368
თამრიკო ჭოხონელიძე

„ქალაქის მერმა ნაძვის ხე კი აანთო, მაგრამ იმას არ კითხულობს, ეზეიმება თუ არა ხალხს. ახალი წელი კი არა, მომავლის წართმევას ცდილობს „ქართული ოცნება“. თუმცა, იმედი მაქვს, ამის გაკეთებას ვერ მოახერხებს ეს ბნელი ძალა“, – ამის შესახებ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „გზასთან“ საუბარში აცხადებს.

რუბრიკაში, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების გადადებასა და მოგვიანებით ანთებაზე საუბრობენ, თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ „დარწმუნებულია, ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს ნამდვილ ახალ წელს“.

„რა თქმა უნდა, ახალ წელსაც აქ შევხვდები“ – რას აცხადებს საპროტესტო აქციაზე მყოფი ირაკლი კვირიკაძე

„როგორ შეიძლება დღეს მე ვიზეიმო, როდესაც ხელისუფლება ჩვენს შვილებს ტერორს უწყობს? მე არ მეზეიმება და ვისაც ეზეიმება, იზეიმოს.

ამ ქვეყანაში ბავშვები ცხოვრობენ და ბავშვებს ნაძვის ხეც უნდათ და ყველაფერი. სხვათა შორის, მე არ ვიყავი მთავარი ნაძვის ხის ანთების წინააღმდეგი, ენთოს და იყოს… ჩვენ დაგვიკარგეს ზეიმის ხალისი და თავად მოინდომეს ეზეიმათ, მაგრამ ხალხმა შესაბამისი პასუხი გასცა“, – თქვა მომღერალმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – როგორ წარმოუდგენია 2025 წლის შემობრძანება – თამრიკო ჭოხონელიძე აღნიშნავს:

„ხალხი იქნება ქუჩაში, რადგან ისინი ხელისუფლებამ ქუჩაში გამოყარა“.

ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალ „გზის“ 19 დეკემბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g