LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ჭელიძე: „მამას, რომელიც ვეღარ უძლებდა საშინელ შეტევებს და ჟანგბადით სუნთქავდა, პატარა სიფრიფანა გოგონა ატრიალებდა გულაღმა, მთელი ძალით ურტყამდა ზურგზე და ეხვეწებოდა, რომ ესუნთქა…“

976
tamta

მომღერალი თამთა ჭელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსით ოჯახის წევრის დაინფიცირების შესახებ წერს. თამთა აღნიშნავს, რომ მამას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, საკმაოდ მძიმე პერიოდის გადალახვამ მოუწია. როგორც თამთამ fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ახლახან ვირუსი გადაიტანეს მისმა ქალიშვილმა, რომელსაც საკმაოდ მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა, ასევე მამამ და დედამ. მომღერლის დედას ასევე დასჭირდა ჰოსპიტალიზება, როგორც მამას, თუმცა ვინაიდან ის „სინოფარმით“ იყო აცრილი, მიუხედავად რამდენიმე თანხმლები დაავადებისა, ბევრად უფრო ადვილად დაექვემდებარა მკურნალობას, ვიდრე თამთას მამა. თავად მომღერალი არ დაინფიცირდა, ვინაიდან მას კორონავირუსი გადატანილი აქვს. 

გთავაზობთ სტატუსს, რომელიც თამთა ჭელიძემ გამოაქვეყნა:

„არავინ აღარ თქვას, რომ არ გვყავს მომავალი კარგი თაობა …❤

ჩვენ ძალიან კეთილი, ნიჭიერი, ნათელი, საღად მოაზროვნე და ძვირფასი ბავშვები გვყავს ❤

მე პირადად, ასე ვფიქრობდი ყოველთვის და ეს აზრი  გამიმყარა ინფორმაციამ, რომელიც  მამამ მომაწოდა კლინიკიდან, სადაც ორი კვირის უკან ებრძოდა კოვიდს! (საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა)

თურმე….

20 და 22 წლის სტუდენტები, როგორ ებრძვიან კოვიდს პაციენტებთან ერთად. როგორი შემართებით ამხნევენდნენ და ნაზათ ეფერებოდნენ  მოხუცებს ❤

პირადად მამას, რომელიც ვეღარ უძლებდა საშინელ შეტევებს  და ჟანგბადით სუნთქავდა, პატარა სიფრიფანა გოგონა, მთელი ძალით ატრიალებდა გულაღმა, საკმაოდ დიდწონიან მამას და მთელი ძალით ურტყამდა ზურგზე და ეხვეწებოდა ბოლო ხმაზე რომ ესუნთქა და ხელებზე ძარღვები დაწყდომაზე ჰქონდა ?❤.

მადლობა ყველა მედიკოსს❤ არ ვიცი… ალბათ, ოდესმე მოგვეცემა საშუალება, რომ სათანადოდ გამოვხატოთ  მადლიერება, თქვენ მიმართ❤

მიყვარხართ❤მადლობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g