LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ჭელიძე ორი წლის წინ მომხდარ ავარიას იხსენებს – „მამა გაბრიელმა გადამარჩინა…“

15

„ორი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, მე გადავრჩი. მიყვარხარ. ვიცი, შენ გადამარჩინე. მამა გაბრიელის დაბადების დღეს გილოცავთ ყველას. მისი მადლი გფარავდეთ“ – წერს მომღერალი თამთა ჭელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

დავინტერესდით, რას გულისხმობდა გადარჩენაში თამთა და შევეხმიანეთ.

თამთა ჭელიძე:

ორი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, სერიოზულ ავარიაში მოვყევი. იმ დროს რთული პერიოდი მქონდა, ძალიან ვიყავი  განერვიულებული და როგორც ჩანს, ამის გამო, ჩემივე მიზეზით, ძალიან უაზრო ავარიაში მოვყევი, ჩემს სახლთან ახლოს ხეს შევეჯახე. მანქანის დაზიანების გარდა, თავად ვიყავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მქონდა ტვინის შერყევა და გავიტეხე ცხვირი. ერთი თვე ვიწექი. ძალიან უცნაური ავარია იყო, რადგან აირბეგიც არ გაიხსნა რატომღაც…

დედაჩემს ძალიან უყვარს მამა გაბრიელი. იმ დღის შემდეგ სულ ამბობს, რომ მან გადამარჩინა, რადგან 27 აგვისტოს მისი დაბადების დღეა.

მეც ასეთი ადამიანი ვარ, ყველაფერს რაღაცებს ვუკავშირებ და მგონია, ამ ავარიას რომ გადავურჩი, ეს შემთხვევთი არ ყოფილა. მამა გაბრიელის დაბადების დღეს ეს მისი მადლი იყო. გამახსენდა ეს ამბავი და მომინდა, რომ დამეწერა.

თამთა, საინტერესოა, აქამდე არაფერი გვსმენია ამ ავარიის შესახებ.

არ გახმაურებულა და თავადაც არ მქონდა ამის აფიშირების სურვილი. ხალხი ყველანაირ პიარზე მიდის და ალბათ, სხვა გაახმაურებდა, მაგრამ მაშინ ამისი სურვილი არ მქონია.

მახსოვდა, რომ გამოცდილი მძღოლი იყავი. ახლა მაინც დადიხარ ფრთხილად?

(იღიმის) არა, მაინც ჩქარა დავდივარ. მართვის მოწმობა სამი წლის წინ ავიღე. გამოცდილი მძღოლი ნამდვილად არ ვარ, მანქანას საშუალოდ ვატარებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები