LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა ლეკვეიშვილი ცნობილ სახეებს უმადურებს უწოდებს – „სად არის ის ხალხი, ყოველდღე „რუსთავი 2“-ის გადაცემებში რომ იჯდა?“

2157

თამუნა ლეკვეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე იმ ცნობილ სახეებს მიმართავს, რომლებიც მისი თქმით, ლამის ყოველდღე ისხდნენ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ახლა კი ხმას არ იღებენ.

„ის ხალხი, სულ რომ „რუსთავი 2“-ის გადაცემებში იჯექით და „რუსთავი 2“-მა შეგქმნათ, სად ხართ?“

მის სტატუსს ცნობილი ადამიანებიდან მხოლოდ ნინო ჩხეიძე გამოეხმაურა და დაწერა: „მე აღარ მიკვირს, თამუნა. „აფხაზეთის ხმაზე“ ნახევარზე მეტი შოუბიზნესი მუშაობდა თვითონ და მეორე ნახევარი და ძმები ან მათი ახლობლები, მაგრამ ახლა ილანძღებიან და ლაიქსაც ვერ იმეტებენ…“

თამუნა ლეკვეიშვილს კომენტარისთვის დავუკავშირდით:

თამუნა, რომელი ცნობილი სახეები არიან ახლა თქვენ მხარდასაჭერად „რუსთავი 2“-ის ეზოში?

თამუნა:

ის ადამიანები, ვისი კომენტარებიც ღია ეთერში იხილეთ, ნანკა კალატოზიშვილი, ქეთათო, ვახო ბაბუნაშვილი, აჩიკო გულედანი, დეფი გოგიბედაშვილი. სხვა პრინციპში არავინ არის და სწორედ ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება.

ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი თვისებაა, როცა უმადური ხარ. ცხოვრებაში დგება რაღაც პერიოდი, როდესაც მე მგონი, უნდა დააფიქსირო შენი აზრი. დღეს სწორედ ასეთი დღეა.

როცა ეს სტატუსი დავწერე, კონკრეტულად არავინ მიგულისხმია. ვიგულისხმე ყველა ის ადამიანი, ვინც დღე და ღამ „რუსთავი 2“-ის გადაცემებში იჯდა და დღეს ხმას არ იღებს. ძალიან ბევრი ცნობილი სახე მყავს დამეგობრებული „ფეისბუქში“ და სრული სიჩუმეა, თითქოს არაფერი ხდება. არა მგონია, რომ ეს თემა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს უკავშირდებოდეს, ეს უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას. ვისაც მიეძღვნა ჩემი სტატუსი, მიხვდება თავად, გამგები გაიგებს…

პირადში ხომ არავინ დაგკავშირებია ცნობილი სახეებიდან?

არა, პირადშიც არავის არაფერი მოუწერია.

tamuna lekveishvili

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები