LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დავწერე ჩემი საოცნებო წონა… ყველაზე დიდი სიამოვნებაა ის, რომ რასაც გინდა, იმას იცვამ და მოგწონს” – თამუნა ლეკვეიშვილი

726
თამუნა ლეკვეიშვილი

როგორ დაიკლო  წონაში და როგორ დაუბრუნდა საოცნებო ფორმებს – ამ კითხვებზე თამუნა ლეკვეიშვილმა fortuna.ge-ს კითხვებს უპასუხა.

სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი. დიდი წონა არც მქონდა, 68 კილოგრამი ვიყავი. არასდროს ვმალავ არც წონას და არც ასაკს. გადავწყვიტე, რომ სასწორზე პირველი ციფრი 5-იანი დამეწერა. ეს არ მომხდარა 2008 წლის შემდეგ. დეკემბერში მივაღწიე სასურველ წონას, ზუსტად ახალი წლის წინ…

გოჭებისა და ინდაურების სეზონი რომ მოდიოდა?

ჩემი დიეტა ისეთია, არავინ უნდა გაიმეოროს. ახლა თმა მცვივა, როგორც ჩანს, ვიტამინები დააკლდა ორგანიზმს. ყავა, შავი შოკოლადი, თხილი და ყველი, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია.

სექტემბრიდან ამას მიირთმევდით?

სულ არა, შაბათ-კვირას ვჭამდი (იცინის). ამ დღეებში სახლში ვარ, ბავშვებს საჭმელს რომ ვუმზადებ და თავის შეკავება რთულია. ძირითადად, ვჭამდი გაუდას, პარმეზანს, რაც საკმაოდ კალორიულია. დავწერე ჩემი საოცნებო წონა – 57 კილოგრამი, ახლა კი მოვიმატე რამდენიმე კილო, მაგრამ ეს არაფერია. ამ ამბავს გაგრძელება აქვს. 31 დეკემბერს დავჯექი და ვჭამე ადამიანურად. ბევრი ვერა, რადგან ფიზიკურად ვერ შევძელი (იცინის). საცივი ძალიან მიყვარს, დედაჩემის მომზადებული კუჭმაჭიც. ისე ცუდად გავხდი, მთელი პირველი იანვარი ვიწექი, კუჭის შეტევა მქონდა. შედეგი კი მივიღე, მაგრამ ეს ცუდი მომენტი მოჰყვა ახალ წელს.

იმედია, ამ დიეტას აღარ მიმართავთ…

არა, რადგან წონას ვინარჩუნებ, პლუს-მინუს ორი კილოგრამი არაფერია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა ის, რომ რასაც გინდა, იმას იცვამ და მოგწონს…

თამუნა ლეკვეიშვილის და თათია სულუაშვილის ამერიკული ამბები: „ჩემი დიეტა ისეთია, არავინ უნდა გაიმეოროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები