LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „გთხოვთ ისტორიის გავრცელებაში დაგვეხმარეთ, ტყუპი ძმები ეძებენ ბიოლოგიურ დედას“

385
თამუნა მუსერიძე

ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე, რომელმაც უკვე უამრავი მშობელი და შვილი დააკავშირა ერთმანეთს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

თამუნა წერს, რომ ამჯერად ბიოლოგიურ დედას ტყუპი ძმები ეძებენ.

„გთხოვთ ისტორიის გავრცელებაში დაგვეხმარეთ

ტყუპი ძმები ეძებენ ბიოლოგიურ დედას – გამარჯობა, ვეძებ დედას ამჟამად იქნება დაახლოებით 75 დან 78 წლამდე, მისი სახელია  ნატო კილაძე, რომელიც ქირით ცხოვრობდა თბილისში და სწავლობდა ჯავახიშვილში როცა მე და ჩემი ძმა გაგვაჩინა.

ჩვენ დავიბადეთ 1974 წლის 24 დეკემბერს ვართ ტყუპები, ბიჭები, როგორც ვიცით ჩვენამდე ჰყავდა ერთი ბიჭი 3 ან 4 წლის. ამ პერიოდში მეუღლე ჰყავდა ციხეში ჩვენი გაშვილება მოხდა გარიგებით, თავისი ნებით, სამშობიაროში ჩვენზე ანუ ტყუპებზე ნატო კილაძე არ არის დაფიქსირებული რადგან სამშობიაროში ის შევიდა ჩვენი გამზრდელი დედის პასპორტით. მამის სახელი და გვარი არ ვიცით, ტესტი შევიძინე და გავიტესტები

თუ ვინმე იცნობდით ან გეცნობათ ისტორია დაგვიკომენტარეთ,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც თამუნა მუსერიძე ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g