LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამუნა მუსერიძე: „კარგი გოგოს კომპლექსი მაქვს… ყველას ყველაფერს ვუკეთებ, რადგან არ იფიქრონ, რომ ცუდი ადამიანი ვარ…“

142
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ აქვს კარგი გოგოს კომპლექსი:

„კარგი გოგოს კომპლექსი სულ მაქვს. ის კი არა, რომ ვიღაცამ უნდა იფიქროს, რომ კარგი გოგო ვარ, უბრალოდ, არ მინდა, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. ამიტომ ვინც რას მთხოვს, ყველას ყველაფერს ვუკეთებ. არ მინდა, რომ ვინმეს რამე ეწყინოს, მირჩევნია, მე მეწყინოს და მეტკინოს.

ახლა დავიწყე ფსიქოლოგების სეანსების მოსმენა „იუთუბზე“ და ნელ-ნელა გამოვდივარ ამ კარგი გოგოს როლიდან, მივხვდი, რომ უკეთებ კარგს, მაინც ვერ ხედავს, თუ დანახვა არ უნდა, მოდი, რა, ჯერ შენს თავს მიხედე და შენი თავისთვის იყავი კარგი ადამიანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g