LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თან მოაქვთ თავიანთი ცხოვრების წესი მთელი თავისი „სიკეთეებით“ – ფაშისტური იდეოლოგია, კრიმინალი, ლოთობა, ნარკომანია, პროსტიტუცია“ – ბატიაშვილი რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე

70
9F2042B8-9FFD-416E-AF04-69C4E75C33CA

„Google Earth გვამცნობს, რომ ამ წუთისთვის ლარსზე რუსი დეზერტირების 12 კმ-იანი რიგია და იგი არ წყდება, მატულობს“, – ამის თაობაზე სოციალურ ქსელში აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი წერს და რუსი მოქალაქეების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო რისკებზე მიუთითებს.

როგორც ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, ეს ნიშნავს ათეულ ათასობით დამატებით რუსს საქართველოში.

„არ იფიქროთ, რომ თბილისში და ბათუმში ბინები აღარაა და ვერსად დაბინავდებიან. სხვა ქალაქებში გადანაწილდებიან ან სულაც ქუჩებში იცხოვრებენ. მათთვის ეს საერთოდ არაა პრობლემა.

ეს მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წამოსული ხალხი არაა. „გლუბინკიდან“ გამოქცეული სბროდია, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, არიან როგორც 2008 წელს ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები, ისე – ფეესბეს აგენტები.

და თან მოაქვთ თავიანთი ცხოვრების წესი მთელი თავისი „სიკეთეებით“ – ფაშისტური იდეოლოგია, კრიმინალი, ლოთობა, ნარკომანია, პროსტიტუცია და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების და სუსის იმედი არ უნდა გვქონდეს. უფრო პირიქით. ისინი მათ მხარეს არიან.

ერთადერთი, რასაც ამ ნაკადის შეჩერება შეუძლია, ან პუტინის გადაწყვეტილება იქნება, ჩაკეტოს საზღვრები, ან ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადავკეტოთ ლარსის გზა!“– წერს ზურაბ ბატიაშვილი Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g