LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმრო “Autograph Collection” ბრენდის ქვეშ ერთიანდება

162

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმრო Marriott-ის უმაღლესი კლასის “Autograph Collection” ბრენდის ქვეშ ერთიანდება.

ხელშეკრულებას თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა ქსელ Marriott-ს შორის დღეს მოეწერა ხელი. საუბარია პროექტ “პანორამა თბილისის” ფარგლებში დაგეგმილ ორ სასტუმროზე – სასტუმრო “სოლოლაკის” და სასტუმრო “თავისუფლების მოედანზე” და უკვე დასრულების ეტაპზე მყოფი შეკვეთილის სასტუმროსა და სპა კომპლექსზე, რომლის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 365 მილიონ დოლარს შეადგენს. სასტუმროების მშენებლობის დასრულების შემდეგ შეიქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  Marriott-ის უმაღლესი ბრენდის საქართველოში კიდევ ერთელ შემოსვლა ადასტურებს იმას, რომ საქართველო საქმიანი წრეებისთვის კიდევ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა, თანაინვესტირების ფონდისა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელს ”მერიოტს” შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ”მერიოტის”  შემოსვლა მიმართულია საქართველოს ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. მისივე თქმით, ”მერიტოის ” უმაღლესი კატეგორიის ბრენდი დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეულში შედის.

”ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემდოის ერთდროულად სამ სასტუმროში. მნიშვნელოვანია, რომ  Marriott-მა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა სასტუმროების უნიკალური შერწყმა ლანდშაფტთან და გარემოსთან. აქცენტი გაკეთდა ასევე პროექტის ორიგინალობაზე, ეკოლოგიურობასა და ინდივიდუალიზმზე. მოხარული ვარ, რომ თანაინვესტირების ფონდსა და  Marriott-ს შორის მოხდა ინტერესთა სრული თანხვედრა და საქართველოს შეემატება უმაღლესიო კლასის სასტუმროები, რაც ქვეყნის პრესტიჟსა და იმიჯზე უდავოდ დადებითად აისახება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები