4 ივნისის დილას დეზერტირების ბაზარში სავაჭროდ მისულებსა, თუ გამვლელებს უჩვეულო სანახაობა დახვდათ – აგროპროდუქტებით დატვირთული ტესლა და ფერმერი, რომელიც პროდუქციას პირდაპირ ავტომობილის საბარგულიდან ყიდდა.
ამ აქტივობის ინიციატორი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი „აგროსფერო“ აღმოჩნდა. კომპანიას პერფორმანსით სურდა, სოფლის მეურნეობა და ფერმერი განსხვავებულ, თანამედროვე ჭრილში წარმოეჩინა.
ამ უჩვეულო სანახაობამ მართლაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება – პერფორმანსმა სრულად მოიცვა სოციალური ქსელები, ციფრული მედია და ტელევიზია.
„აგროსფერო“ უკვე 18 წელია რეგიონში პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვაში ეხმარება. კომპანია მათ არა მხოლოდ ტექნიკითა და მეურნეობაში საჭირო სხვა პროდუქციით უზრუნველყოფს, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში უწევს აგრო-კონსულტაციას.
„სწორედ თანამედროვე პროდუქციისა და მიდგომების დახმარებითაა შესაძლებელი უფრო ხარისხიანი, ჯანსაღი და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოება. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ძირითად აგროპროდუქციას ჩვენი პარტნიორი თანამედროვე ფერმერები ქმნიან. ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტ ადამიანს დავანახოთ თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში და ფერმერებს ცვლილებებთან ადაპტაციასა და შედეგის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.
როგორც აღმოჩნდა, ტესლას დეზერტირების ბაზარში გამოჩენა გრძელვადიანი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია. „აგროსფეროში“ გვეუბნებიან, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა და პროექტი გველის, მალე თანამედროვე ფერმერობის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და თანამედროვე ფერმერებსაც უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს.
R