LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანხა გაიზარდა, გახდა 80 000 ევრო, გთხოვთ გააზიაროთ, ძალიან გვჭირდებით“ – 9 წლის ალექსის დედა საზოგადოებას მიმართავს

210
ალექსი მელიქიშვილი

9 წლის ალექ­სი მე­ლი­ქიშ­ვი­ლს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მოზარდს ხერ­ხემ­ლის რთუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რომ­ლისთვისაც ოჯახს საჭირო თანხების მობილიზება სჭირდება. ალექსის ოჯახს 80 000 ევ­რო­დან კი­დევ 30 000 ევრო აკ­ლია.

ალექ­სი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი დაბადებიდან ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ებ­რძვის, ამჟა­მად ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე, შშმ პი­რია.

ალექსის დედა, ზანდა ხინგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

„არ ვიცი ისევ როგორ შეგაწუხოთ, ჩამოვედით კლინიკაში. დღეს შევხვდით მთავარ ქირურგს და გადაწყდა მეორე გეგმა. დამატებით ჩარევა იქნება საჭირო.

16 ოქტომბერს ჩატარდება პირველი ოპერაცია (მთავარი ოპერაციის რისკების შესამცირებლად, ეს დღეს გადაწყდა ექიმების თათბირზე, პირველად პირველი გეგმა იყო, მაგრამ კვლევების და გადაღებების შემდეგ თავიდან განიხილეს და ეს უკეთესი ვარიანტია) მოხდება თავის ფიქსირება 2-4 კვირით, რომ ხერხემალი გაიწელოს (ოდნავ გასწორდეს) და შემდეგ ჩატარდება უშუალოდ ხერხემლის ოპერაცია. თანხა გაიზარდა… გახდა 8 0000 €…

არ ვიცი, კიდევ როგორ გთხოვოთ გაზიარება, მაგრამ გთხოვთ, კიდევ ერთხელ რომ გააზიაროთ ძალიან გვჭირდებით…“ – წერს ალექსის დედა სოციალურ ქსელში.

#GE60BG0000000538393671

#GE20TB7991845061600050

#GE52LB0711159539050000

მიმღები: ზანდა ხინგავა(დედა)

..არვიცი ისევ როგორ შეგაწუხოთ, ჩამოვედით კლინიკაში . დღეს შევხვდით მთავარ ქირურგს და გადაწყდა მეორე გეგმა. დამატებით…

Posted by Zanda Khingava on ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g