LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტაოფუდის“ ბრენდით ბაზარზე შინაური ცხოველებისა და თევზის საკვები გამოჩნდა

445
635d0b4b3f5f00d7924c4ff3b2ccaf67

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

საწარმოში, ჯამში, 900 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 300,000 ლარი – ბენეფიციარის ინვესტიცია.

კომბინირებული საკვების საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 225 ახალი საწარმო ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g