LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლმა მგზავრს 10 000 ევრო უკან დაუბრუნა

23

ესპანელმა ტაქსის მძღოლმა მგზავრს 10 000 ევრო უკან დაუბრუნა. შემთხვევა ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. კანადელ ტურისტს ტაქსში ფულითა და დოკუმენტებით სავსე ჩემოდანი დარჩა, მათ შორის მისი პასპორტი და დაზღვევაც კი იყო.

მძღოლსაც ბევრი არ უფიქრია და ნაპოვნი ნივთი პოლიციაში მიიტანა. სამართალდამცავებმა ჩემოდნის მფლობელი მისი პასპორტის მიხედვით იპოვეს და კუთვნილი ნივთები ტურისტს უკან დაუბრუნეს.

მამაკაცი პოლიციის მუშაობით აღფრთოვანებული დარჩა და მათ დიდი სამადლობელი წერილიც მისწერა. ის ნამდვილად არ მოელოდა, რომ თანხას უკლებლივ, თან რამდენიმე საათში დაიბრუნებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები