LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტაქსის მძღოლთა გარკვეული ნაწილი არ იქცევა ადეკვატურად” რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს?

44

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე სოც-ქსელში ვრცელ სტატუსს უძღვნის საქართველოში შექმნილ ტაქსოპარკის პრობლემებს და აღნიშნავს, რომ ყველას ვისაც მოესურვება არ უნდა ჰქონდეს საშუალება ”იტაქსაოს” და აუცილებლად უნდა შემუშავდეს რაიმე მექანიზმი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

”ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ტაქსის პრობლემა უნდა გადაიჭრას თბილისში! არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ტაქსია, არც იმას ვამბობ, რომ მგზავრობის შესაბამის ფასს არ ახდევინებს მოსახლეობას ტაქსის მძოლთა გარკვეული ნაწილი, არც იმაზე ვამბობ რამეს, რომ ზოგიერთი ტურისტი მგზავრობასთან შეუსაბამო თანხას იხდის მგზავრობისას… მე მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, ძალიან ბევრი სტუდენტი გოგონა ვიცი რომლებიც, მითუმეტეს საღამო ხანს, ტაქსში მარტო ჩასხდომას ერიდებიან, რადგან ტაქსის მძღოლთა გარკვეული ნაწილი არ იქცევა ადეკვატურად… ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უნდა შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს ამას და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ პირს არ ექნება საშუალება ტაქსის ტრაფარეტის მქონე მანქანით იმოძრაოს და დაურღვიოს სიმშვიდე ახალგაზრდებს!” – წერს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები