რეჟისორები, კვენტინ ტარანტინო და ჯეი ჯეი აბრამსი სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მოტივებზე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ პროექტზე სტუდია Paramount Pictures იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს აბრამსმა ამავე მოტივებზე ფილმი „სტარტრეკი: შურისძიება“ გადაიღო და მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის პარალელურად ტარანტინო კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს, რომელიც სერიულ მკვლელს, ჩარლზ მენსონს შეეხება და რომლის პრემიერაც 2019 წლისთვის არის დაგეგმილი.