კვენტინ ტარანტინომ დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ხმების მისი კინოდან წასვლის შესახებ. სან-დიეგოში გამართულ Adobe Max-ის კონფერენციაზე რეჟისორმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „იმედი მაქვს, რომ როდესაც კარიერას დავასრულებ, კვლავ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი ვიქნები“.
ამ დროისთვის ტარანტინო ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ფილმისთვის სცენარს თავად რეჟისორი წერს.