LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში მივიდა – „პირადად ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მიხარია, რომ რელიგიური უმცირესობის ინტერესების დამცველი იქნება“

74
GIORGI 55

“ევროპული საქართველოს” სიით პარლამენტში შესული ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მივიდა.

მას საორგანიზაციო დეპარტამენტის წარმომადგენელი დახვდა, რომელმაც დეპუტატის სამკერდე ნიშანი გადასცა.

როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, შეეცდება პარლამენტში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგინოს და იმუშავოს ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

 

ამ უპიროს, არც ეკუთვნოდა პარლამენტში ადგილი – ჩერგოლეიშვილი ტარიელ ნაკაიძეს აკრიტიკებს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაშიძის პარლამენტში შესვლას მიესალმება.

„ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული გადაწყვეტილება მისი მხრიდან“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ევროპული თანხმობის დოკუმენტზე უარის თქმა არის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამას ამომრჩეველი არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს.

“მე ტარიელ ნაკაიძეს პირადად ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მიხარია, რომ ის იმ რელიგიური უმცირესობის ინტერესების დამცველი იქნება საქართველოს პარლამენტში, რომელიც პარლამენტს აკლდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პიროვნებების პარლამენტში ყოფნა და იმედი მაქვს, რომ გვექნება სიღრმისეული თანამშრომლობა იმ არაერთ საქმესთან და ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გვჭირდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გაემიჯნენ თუ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებენ, სიმართლე გითხრათ, მე დიდად აღარ ვადევნებ თვალს ამ საკითხს, ნაკლებად მაინტერესებს შევლენ- არშევლენ, მოაწერენ ხელს თუ არა.

დამთავრდა განხილვის პროცესი, ახლა ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ევროპული თანხმობის დოკუმენტზე უარის თქმა არის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამას ამომრჩეველი არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს“. – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ევროპულმა საქართველომ” საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის – პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში შედის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g