LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია კობალაძემ ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსიდან დისკვალიფიკაცია მიიღო: „ქართველმა მისწერა, რომ რეზიდენტი არ ვარ და ჩემი ანგარიში წაშალეს…“

16150
თათია კობალაძე

ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსში ორი ქართველი, ნინი შერმადინი და თათია კობალაძე მონაწილეობდნენ.

სამწუხაროდ, თათია კონკურსს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა, თუმცა, როგორც ჟურნალი „გზა“ წერს, ხმების რაოდენობით ლიდერობდა.

ამჟამად მომღერალი ბათუმის ინფექციურში წევს კოვიდის დიაგნოზით, სადაც სუნთქვის გაძნელების შემდეგ გადაიყვანეს.

თათია კობალაძე ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, რომ კონკურსიდან დისკვალიფიკაცია ქართველის გამო მოხდა:

„ტოპხუთეულში ჩვეულებრივად ვხვდებოდი. ხმის მიცემის რვა საათი იყო დარჩენილი. მონაცემებით კიდევ პირველ ადგილზე ვიყავი. კონკურსის ანკეტის შევსებისას კონკრეტული კითხვები არ იყო მოცემული, თუმცა წესდება წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ კონკურსანტი აუცილებლად ამერიკის ან კანადის რეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ამერიკაში მუშაობის და ცხოვრების უფლება უნდა ჰქონოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრიზი მიეღო. მაშინ ვიფიქრე, თუ ჩემი სიმღერა შემდეგ ეტაპზე გადავა, დოკუმენტაციის მომზადება პრობლემას  არ წარმოადგენს-მეთქი. ყველაფერს ისე მოვასწრებდი, რომ ფაქტობრივად, ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგებდა, ვიღაც ქართველს რომ არ მიეწერა…

თავად კონკურსის წარმომადგენლებმა მითხრეს, მოგვწერეს, რომ თქვენ რეზიდენტი არ ხართ, შესაბამისი დოკუმენტები წარმოგვიდგინეთ, თორემ კონკურსანტების სიიდან დისკვალიფიკაციით „ჩაეხსნებითო“. იმდენად დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სანამ პასუხს მივწერდი, ჩემი ანგარიში უკვე წაშლილი იყო, რომ სცადოთ, ჩემს პროფილზე ვეღარ გადახვალთ… ნერვიულობის ფონზე სუნთქვის უკმარისობა უფრო მეტად დამეწყო და საავადმყოფოში გადმოსაყვანი გავხდი…“

,,ვწევარ ინფექციურში, რით არ დასრულდა ეს კოვიდი და მისი შთამომავლობა” – თათია კობალაძეს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა

„მსოფლიო ვარსკვლავებთან Maroon 5, კელი კლარკსონთან ერთად უნდა ვიმღერო, აუცილებლად უნდა მოვხვდე 4 ფინალისტს შორის“.. „ოცნებას ავუხდენ დედაჩემს და მამაჩემს“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

„პირველ ადგილზე ვარ! ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი“.. „თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე აშშ-ის ავტორ-შემსრულებლების კონკურსში ტოპ 10-ში გადავიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g