LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ბრალდებები პროვოკაციაა – ფილიპ ხაჩიროვი

90

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება.

„ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებისა და ჩემ მიმართ ისმის, დაგეგმილი პროვოკაციაა. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან, რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ოკუპირებული ახალგორის რაიონის „გამგებელმა“ ფილიპ ხაჩიროვმა, რომლის განცხადების ქართულ თარგმანსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g