LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტავ ჯორჯია – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა

662
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა.

ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით. დღეს, 26 თებერვალს, კიდევ 12 საერთაშორისო ფრენაა დაგეგმილი.

მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს ორი დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ტავ ჯორჯია აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა თოვლისგან და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.

ავიაკომპანიებმა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g