LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას და მოგვმართავენ მე-10 დღეს, 2 კვირის შემდეგ – თამარ გაბუნია

397
თამარ-გაბუნია

„თავად პაციენტები აგვიანებენ მომართვას და ამდენად, როდესაც გადაწყვეტენ, რომ დროა უკვე მიმართონ სამედიცინო სფეროს, რადგან შესაძლოა, კოვიდთან ჰქონდეთ საქმე, არის შემთხვევები, როდესაც გვიან ხდება მათი აქტიური მართვის დაწყება და სამწუხაროდ, გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო ასეთ შემთხვევებში”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა სიმპტომების გამოვლენისთანავე დარეკონ ოჯახის ექიმებს.

“ნამდვილად მეტი ცოდნა გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს იმისთვის, რომ დროულად მოვახდინოთ ჩვენივე სიმპტომების შეფასება და მივმართოთ ექიმს. როდესაცვიცით, რომ ადამიანი ბინაზეა და მკურნალობს, მეტი ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა ვაკონტროლოთ.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ოჯახის 600 მდე ექიმი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში.

“ოჯახის ექიმები ძალიან აქტიურად არიან ჩართყულები, 600 ოჯახის ექიმია დღეს ამ პროცესში ჩართული და დაახლოებით, 8 ათასი ადამიანია ბინაზე. საბედნიეროდ, დიდი ნაწილის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მშვიდად გადიან 10-დღიან პერიოდს, რაც ბინაზე უნდა გაიარონ, თუმცა არის შემთხვევები, რომლებიც მძიმდება და თუ ოჯახის ექიმმა არ იცის, რომ ეს პაციენტი არის ბინაზე და გვიან დაურეკავენ ან არ გაგვაგებინებენ საერთოდ, რომ ბინაზე არიან, მერე უკვე ძალიან რთულია ჩარევა. ყველას მინდა ვთხოვო, ნუ დაელოდება სიმპტომების დამძიმებას, მაშინვე დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g