„ფორმულა 1“– ის ლონდონური პრემიერის შემდეგ, ბრედ პიტი თავის რჩეულთან, ინეს დე რამონთან ერთად პრემიერის შემდგომ წვეულებაზე წავიდა. წყვილი ფოტოგრაფების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როცა სასტუმრო NoMad-დან გამოდიოდა და მანქანაში სხდებოდა.
61 წლის ბრედი საოცრად თბილად და ყურადღებიანად ეპყრობოდა თავის საყვარელ ქალს, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია. წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელიხელჩაკიდებული გადაადგილდებოდა.
ცნობისთვის, მსახიობს ამ დღეს მუქი მწვანე კოსტიუმი ეცვა, რომელსაც ატლასის ყელსახვევი შეუხამა. მის „ლუქს“ ოქროს საათი, სამაჯურები და დიდი ზომის ბეჭედი ასრულებდა. 32 წლის ინესს Fendi-ის, ბისერებით გაფორმებული ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან Nano Baguette-ის მინიატიურული ჩანთა შეუხამა.
„შეუფერებელი წყვილი“, „ინესი თავადაც შოკშია“, „მშვენიერი წყვილია“, „მთვარია ბრედი იყოს ბედნიერი“, – არ წყდება კომენტარები.
ვიდეო: „როგორ ზრუნავს ბრედზე“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე
„შეხედეთ მის ფეხსაცმელს… წლის უგემოვნო ლუქი“ – ბრეტ პიტის შეყვარებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია












