თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება.
მის ვადად კი, 12-ის ნაცვლად, 8 თვე განისაზღვრება.
ამის შესახებ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან, სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ და ამით სარეზერვო სამსახურისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მათთვის აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ქვეყნის მზარდ უსაფრთხოებას“, – განაცხადა მინისტრმა.
