LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

30
Untitled design (2)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში იმყოფება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ბონი ჯენკინსს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

„შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დინამიკური თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში, ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ახალ ინიციატივაზე „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI), რომელიც სტრატეგიული პარტნიორების თავდაცვის უწყებებს შორის გასულ წელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

ბონი ჯენკინსი: ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები დეგნანზე და საელჩოზე

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები