LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში იმყოფება

51
Untitled design

საქართველოში ვიზიტით შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იმყოფება.

ბონი ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას ესწრება.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კოვიდპანდემიისგან შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია.

როგორც ცნობილია, ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.

ამ ეტაპზე უცნობია, შეხვდება თუ არა ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები