LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა

37
ზურაბიშვილი - ჯენკინსი

სალომე ზურაბიშვილი ბონი ჯენკინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველო – აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე.

???? ორმხრივი ურთიერთობების განვითარება
✔️სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on Friday, October 7, 2022

აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც  ადასტურებს იმას,  რომ საქართველო,  ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.

პრეზიდენტმა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები