LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტს: „არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ.. თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები“

194
ჯუანშერ ბურჭულაძე

„ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები“, – ამ განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა, თუ როდის შეიძინა მან ქობულეთში არსებული ქონება.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, წყნეთში არსებული ქონება მან ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, 2010 წელს შეიძინა.

„არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, გავაფორმებდი სხვაზე. კიდევ გეუბნებით, მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე.

მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემ სახელზე ვიყიდე მიწა ართანაში. თქვენ ამით ჩემ რეპუტაციას კი არა, ქართული ჯარის რეპუტაციას ლახავთ, აღვივებთ შუღლს. თქვენი ფუნქციაა გააღვიღოთ შუღლი და გასცეთ ინფორმაცია.

ერეკლე მეორის დროს თქვენ ფუნქციას ვინც ასრულებდა, ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები