„ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრის დროს განაცხადა.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
„ვერტმფრენებზე უკვე პასუხი გაგეცით. ვერტმფრენებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ – არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. შეკვეთას იღებენ და დამზადებას იწყებენ..
კატასტროფაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს. ვინც იქ ვიყავით, შემზარავი კადრები ვნახეთ. ყველა ამ მოვლენების გარშემო ვიყავით. მთელი საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა“, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. ამ დრომდე ეძებენ 17 ადამიანს.