LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე თანამშრომლის შვილმა Live ჩართო

299

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე მოულოდნელად Live ჩაირთო, კადრში კი ბავშვი გამოჩნდა.  მართალია, მისი ლაივსტრიმი ძალიან ხანმოკლე იყო, მამამ მალევე აღმოაჩინა ლაივით ჩართული ბავშვი და ტელეფონი გამოართვა, თუმცა უჩვეულო ეთერი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მაინც დააფიქსირეს. ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მარიამ ქომეთიანმა, ვიდეოს ჩანაწერი გამოაქვეყნა.

 

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სანდრო სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილია.

ეს პატარა სანდროა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილი სანდრო, შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს ფეისბუქ გვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხასახალისო ხარვეზი – გვაპატიეთ”- წერს სამინისტროს წარმომადგენელი.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10204109942585467&set=a.2361943424653.65916.1732378194&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები