გოგომ, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრაზილიურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. როგორც მან SBT Brasil-თან ინტერვიუში თქვა, ინციდენტი პარიზის სასტუმროში 15 მაისს მოხდა.
გოგოს თქმით, როდესაც ის ნეიმარს შეხვდა, ფეხბურთელი აგრესიული იყო და საერთოდ არ ჰგავდა ბიჭს, რომელსაც ემესიჯებოდა. ის ამბობს, რომ თავდაპირველად სექსისთვის მზად იყო, მაგრამ პრეზერვატივის გამოყენებას მოითხოვდა, რაზეც ნეიმარმა უარი თქვა,აგრესიული გახდა და გააუპატიურა გოგო. გოგო ამბობს, მან სთხოვა ფეხბურთელს რომ გაჩერებულიყო, თუმცა ის არ გაჩერდა.
მისივე თქმით, ეს იყო თავდასხმა და ამავე დროს გაუპატიურება.
ნეიმარი გოგოს გაუპატიურებას უარყოფს და მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს მიზანმიმართულს უწოდებს. მან ქალთან პირადი მიმოწერაც გაასაჯაროვა.