თბილისში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა დღეს გაიმართება.
ყრილობა 13:00 საათზე დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
“სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები
სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)