48 წლის ჯარედ ლეტო და 25 წლის მოდელი, ვალერი კაუფმანი ერთმანეთს წლებია ხვდებიან, თუმცა, მათი ერთად გამოჭერა ძალიან რთულია. გასულ კვირას მოხერხებულმა პაპარაცებმა მაინც მოახერხეს წყვილის დაფიქსირება, ჯარედსა და ვალერის ფოტოები სეირნობის დროს გადაუღეს.
ჯარედ ლეტო შეყვარებულთან ერთად მალიბუს ქუჩებში სეირნობს
მოუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია ხვდება, საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდება
სულ ცოტა ხნის წინ, ინსაიდერმა განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს 5 წელია იცნობენ, თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობა შემდეგ დაიწყეს. თავდაპირველად ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ინსაიდერის განცხადებით, 48 წლის ჯარედ ლეტო კაუფმანთან ურთიერთობის დაკანონებაზე სერიოზულად ფიქრობს, მან ვალერი დედასაც გააცნო.
ჯარედ ლეტო თავის პირად ცხოვრებას არასდრის ასაჯაროვებს, თუმცა, მისი ვარსკვლავური რომანები მაინც ცნობილია. მსახიობი და მუსიკოსი ისეთ ქალბატონებს ხვდებოდა როგორებიც სკარლეტ იოჰანსონი, ქემერონ დიასი, ეშლი ოლსონი და პერის ჰილტონი არიან.