LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ტვინში არანაირი მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას: ალექსანდრე გეჯაძე

421
BeFunky-collage (9)

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ ექსპერტიზისთვის სხვადასხვა მასალა აიღეს.

„ახლა მოგახსენებთ რა იქნა ნანახი გვამის გამოკვლევის პროცესში. ჩვენთვის ყურადსაღები იყო ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი: იყო თუ არა მოტეხილი, რამეთუ ამ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი სულ სხვა ხარისხში ადის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით. ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა და სახეზე გვაქვს დაზიანებები თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურის სახით, რაც დაფიქსირებულია ავადმყოფობის ისტორიაში. რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა. აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რამეთუ დაახლოებით თვე-თვენახევარში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა. რა კვლევები უნდა ჩატარდეს, უკვე მოგახსენეთ“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები