LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი დემოკრატები ამომრჩეველს მეორე ტურში ვაშაძის მხარდაჭერისკენ ვერ მოუწოდებენ

73

თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ ვერავის მოუწოდებენ, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, ხოლო სალომე ზურაბიშვილს კატეგორიულად გამორიცხავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ლევან სამუშიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

“უბრალოდ, გამორიცხულია, თავისუფალმა დემოკრატებმა მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი. ამაზე ფიქრიც არ შეიძლება. გამორიცხულია, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ ამომრჩეველს მისი წარსულიდან და გამონათქვამებიდან გამომდინარე.რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, თავისუფალი დემოკრატები არ ვმოქმედებთ იქიდან გამომდინარე, თუ საით გადაიხრება სიმძიმის ტვირთი. პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპებს მივსდევთ. არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას”– განაცხადა ლევან სამუშიამ.

უკვე ცნობილია დავით უსუფაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პოზიიცია , “შენების მოძრაობისა” და “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატები არ გეგმავენ მხარდაჭერებს მოუწოდონ მეორე ტურში  ხმა რომელიმე კანდიდატს მისცენ.

„თავისუფალი საქართველო“  კი  კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს.

შეგახსნეებთ, ევროპულმა საქართველომ  გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და ერთობლივი საკორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g