LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფლება ლაზარეს“ – მოძრაობა „სირცხვილია“ 1 მაისს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავს

167
Untitled design (1)

მოძრაობა „სირცხვილია“ 1 მაისს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართავს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „ის ადამიანები, რომლებიც აცნობიერებდნენ ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას უწევდნენ მას, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ ბოლომდე იბრძოლონ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად“.

„21 წლის ლაზარე გრიგორიადისი რუსულ კანონთან ბრძოლისა და პროტესტის სიმბოლოდ იქცა. ლაზარე სამშობლოს სიყვარულისთვის დღეს ციხეში ზის და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი შემდგომი სასამართლო პროცესი 1-ელ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ლაზარეს საქმის განხილვის პარალელურად, ჩაინიშნა თორნიკე აკოფაშვილის პროცესი. ხელისუფლება მასაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

7-9 მარტის სამართლიანმა, ძლიერმა და ახალგაზრდულმა პროტესტმა საქართველოს ისტორია საბედისწერო შეცდომისგან იხსნა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროტესტის მონაწილეთა დემონიზებისა და სამაგალითო დასჯის გზა აირჩია.

ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი შეუნარჩუნეს, დღეს პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდნენ.

ამიტომ დღეს ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც ვაცნობიერებდით ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას ვუწევდით მას, ვალდებულად ვთვლით თავს ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად.

7-9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g