23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი „რუსთავი 2“-ის ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რის გამოც 12:00 საათიდან 24:00 საათამდე შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები. კერძოდ: № 4, 10, 90, 103, 106, 112 – იმოძრავებს ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 31, 33, 37, 42, 46, 61, 87, 88, 140, 150 – პეტრე მელიქიშვილის ქ. -მერაბ კოსტავას ქ. – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მარჯვენა სანაპირო – ბარათაშვილის ქ. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: ბარათაშვილის ქ. – ბარათაშვილის ხიდი – მარცხენა სანაპირო -ბარათაშვილის ხიდი – მარჯვენა სანაპირო – მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – მერაბ კოსტავას ქ.; № 20, 23, 95 -იმოძრავებს გიორგი ათონელის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით; № 80 – იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩამდე (კონკის მხარეს);
№ 124 – რუსთაველის გამზირზე მობრუნდება პატარა წრეზე და შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას კოსტავას ქ. –ჭოველიძის ქ. – ბარნოვის ქ. – მაყაშვილის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – ჭონქაძის ქ. – ამაღლების ქ. უკუმიმართულებით:ამაღლების ქ. – ჭონქაძის ქ. – პ. კაკაბაძის ქ. – მაყაშვილის ქ. – ზანდუკელის ქ. – ბარნოვის ქ. – შანიძის ქ. –მელიქიშვილის ქ.;
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.