ახალ ზელანდიელი ცოლი და ქმარი თვითმფრინავი ATR 72-ის ერთადერთი მგზავრები აღმოჩნდნენ. Traveller-ის ინფორმაციით, ეს ლაინერი მინიმუმ 74 ადამიანზეა გათვლილი.
ანარუ რატაპუ და მისი მეუღლე ნიუ-პლიმუთში კონფერენციაზე გაემართნენ და სახლში დაბრუნებას იმავე საღამოს გეგმავდნენ. თუმცა, უკანა რეისი გაუქმდა, რადგან ავიაკომპანია Air New Zealnad-ის ლაინერი დაჯდომისას ჩიტს დაეჯახა.
ტურისტების თქმით, ისინი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან შემდეგი ორი დღის განმავლობაში არც ერთ რეისზე თავისუფალი ადგილი არ იყო. თუმცა, ავიაგადამზიდმა გამოსავალს მიაგნო.
აღმოჩნდა, რომ ავარიაში მოხვედრილი რეისის ეკიპაჟიც უკან, ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყო. ისინი სპეციალური რეისით გაფრინდნენ და ორი ადგილი რატაპუსა და მისი მეუღლისთვისაც გამონახეს.
ბორტზე ასვლისას მგზავრებმა შეამჩნიეს, რომ ყველა რიგი თავისუფალი იყო და სალონში მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
მოგზაურებს ბორტგამცილებლებმა მაქსიმალური ყურადღება მიაქციეს, გზაში სნექები და ცხელი სასმელი შესთავაზეს. მიუხედავად ცარიელი ბორტისა ტრადიციული უსაფრთხოების ინსტრუქტაჟიც ჩაატარეს.