LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაყვანისმცემლებმა უმაკიაჟო ადელი ვერ იცნეს (ფოტო)

65

გასულ წელს ადელმა გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. მას შემდეგ მისი ნახვა როგორც კონცერტებზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იშვიათობა გახდა.

ამ დღეებში პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ჯინსებსა და უფორმო ქურთუკში გამოწყობილი 29 წლის ვარსკვლავის ცნობა შეუძლებელი იყო. როგორც ჩანს, ადელმა გადაწყვიტა ყურადღება ნაკლებად მიექცია, ამიტომ ის მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა, თმა კი მოუწესრიგებელი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თაყვანისმცემლებს მისი კრიტიკა არ დაუწყვიათ. მათ დაწერეს, რომ ადელს ყველაფერი ეპატიება და ის განუმეორებელია.

შეგახსენებთ, რომ ადელმა უარი თქვა ცოცხალ გამოსვლებზე, თუმცა The Daily Mirror-ის ინფორმაციით, 2017 წელს მან 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ეს თანხა 2015 წელს გამოშვებულ ალბომს „25“ ეკუთვნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები