LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაზო დათუნაშვილი: „12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი“

238
თაზო დათუნაშვილი (1)

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადად დარღვევის ტიპებია ე.წ. კარუსელი, საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე მათი იძულება საარჩევნო უბანთან რომ მივიდნენ და ხმა მისცენ და ვიდეომონიტორინგისთვის ხელის შეშლა.

„12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში მიმდინარე საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი. ამის პარალელურად, 12:00 საათისთვის აქტივობა არის ძალიან მაღალი, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვისაც ესმის ამ ბრძოლის ველის მნიშვნელობა და ვინც მოვიდა საარჩევნო ყუთებთან. მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა იცხოვროს რუსული სცენარით, რუსულ ქალაქებსა და სოფლებში, რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება სწორი მიმართულებით, აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი. „ქართული ოცნების“ აგონიური მდგომარეობა ნიშნავს, რომ მათ აქვთ პრობლემები. თქვენი აქტივობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, ამიტომ აუცილებლად მოდით არჩევნებზე!

გიორგი შარაშიძე: „დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ“

ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში 14:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე  საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება დარღვევებს, მთავარ პრობლემად იკვეთება ის, რომ თბილისის ათობით უბანზე კამერებს აზიანებენ, რაკურსს უცვლიან, ცდილობენ, რომ გააჩერონ. წერენ უცნაურ საჩივრებს, რომ კამერის გადაღება გააჩერონ. სერიოზულ პრობლემას უქმნით კამერები. ცალსახად იკვეთება ტენდენცია, რომ ისინი ატრიალებენ თბილისის ბევრ უბანზე ე.წ. საარჩევნო კარუსელს. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ მტკნარ და ბინძურ ტყუილს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ახლა ავრცელებენ, თითქოს საჩივრები არ არის დაწერილი. 100-ზე მეტი საჩივარია დაწერილი და ცესკო-ს ყაჩაღებს აქვთ გაცემული ბრძანება, კალანდარიშვილი ყაჩაღის თამადობით, დირექტივაა კომისიებზე, რომ არ მიიღონ საჩივრები, რომ არ მიიღონ ჩვენ მიერ დაკისრებული საჩივრები და ბევრ უბანზე საჩივრები არ განიხილება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საჩივრები იქნას მიღებული. თუმცა კალანდარიშვილი ცდილობს დაბლოკოს ეს საჩივრები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ტენდენცია იკვეთება მთელი საქართველოს მასშტაბით. დარღვევის ტიპებია: ე.წ. კარუსელი, იკვეთება ტენდენცია განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, რომ ტექნიკური სარეგისტრაციო აპარატები სპეციალურად გააფუჭონ, რადგან ჟურნალით აღრიცხვაზე გადავიდნენ და ამით გაამარტივონ გაყალბების მეთოდები. აგრეთვე კონკრეტული უბნები დავასახელეთ, სადაც ჩამოყენებული ჰყავთ ე.წ. სამარშრუტო ტაქსები და უბნებთან ახლოს არიგებენ ფულს და აწარმოებენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს ტენდენცია იკვეთება თბილისშიც, ბათუმშიც, გორშიც, თელავშიც და ბევრ სხვა საარჩევნო ოლქსა და უბანზე.

ამის მიღმა, ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ აქვს, ეს არის ამომრჩევლის აღრიცხვა და ამ ამომრჩევლის იძულება, რომ საარჩევნო უბნებზე მიიყვანონ. ეს ხდება აბსოლუტურად უკანონო გზით. მათ შორის, სოციალურად დაუცველებს აშანტაჟებენ სოციალური დახმარების მოხსნით და ეძახიან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ ხმა. „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული პანიკა და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ გააყალბოს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ბრძოლა არის სწორი ბრძოლა, მნიშვნელოვანი ბრძოლა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ უნდათ ივანიშვილის საქართველოში ცხოვრება, აუცილებლად უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე და მოიხადონ სამოქალაქო ვალი“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g