LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილი და უნალექო ამინდი ნაწილობრივ შენარჩუნდება: ამინდის პროგნოზი

111
Snimok-ekrana-2017-12-08-v-16.27.04-e1572857573537

28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 28 ნოემბერს კი მოსალოდნელია ზოგან ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა +17-დან +19 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 28 ნოემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g