LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი – 1 708, იმერეთი – 636 – კორონავირუსის გადანაწილება რეგიონების მიხედვით

174
MainImage-PPEpage

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახალი მონაცემები წარადგინა.

მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა, მათ შორის, 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 805 PCR ტესტით.

კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 4 146-ით გაიზარდა

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 183 099-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი გაიზარდა 150 461-მდე.

კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 4 146-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა გვაქვს. ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა”, – განაცხადა სიჭინავამ.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა;
  • აჭარაში 313;
  • იმერეთში 636;
  • ქვემო ქართლში 281;
  • შიდა ქართლში 268;
  • გურიაში 82;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში 397;
  • კახეთში 252;
  • მცხეთა-მთიანეთში 116;
  • სამცხე-ჯავახეთში 69,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 24.

“ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 966, აჭარაში – 962, იმერეთში – 1 358.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში – 533, აჭარაში – 154, იმერეთში – 241. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 53, იმერეთში – 62.

3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155 – თბილისში, 1 571 – აჭარაში, 360 – იმერეთში. 20 637 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში – 151, ხოლო იმერეთში – 28.

6 ოქტომბრიდან – 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 20 182 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 134 პირი, აჭარაში-10 723, იმერეთში-5 678”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

“უამრავი კონტაქტი გვქონია და დავაკვირდით, ვისაც დადებითი ემოციები აქვს და არ ეშინია, მათთან დაავადებაც უფრო კეთილსაიმედოდ მიდის” – მარინა ენდელაძე

 

magti 5g