LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი პარიზის და ტოკიოს გვერდით – CNN საქართველოს დედაქალაქზე წერს

58

CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო.ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ტელეკომპანია CNNგამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა.

„რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში, რომელმაც 2018 წლის ლისაბონის ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თბილისის ახლად არჩეული მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს“, – აღნიშნავს CNN.

CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები