LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი–პრაღის მიმართულებით ფრენის ღირებულება ცნობილია

363

ავიაკომპანია Georgian airways მაისიდან, ჩეხეთის დედაქალაქის მიმართულებით და პირიქით, პრაღიდან თბილისში, პირდაპირ ფრენებს იწყებს.

როგორც “ფორტუნას” ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილმა განუცხადა, პირველი რეისი 15 მაისს შესრულდება.

მისივე თქმით, ბილეთების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება და 98 ევროდან დაიწყება.

პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. იმ პერიოდისთვის კი, როცა თბილისიდან ევროპის შუაგულისკენ პირდაპირი ფრენები დაიწყება, საქართველოდან ევროპის მიმართულებით უვიზო მიმოსვლა სავარაუდოდ, უკვე ძალაში იქნება შესული.

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიზალიბერალიზაციის საბოლოო პროცედურებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

ამ გამონაკლისის მიუხედავად, Georgian airways გეგმავს, რომ თბილისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ლონდონშიც განხორციელდეს.  რეისი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით 2017 წლის გაზაფხულის სეზონიდან, კერძოდ კი მარტიდან დაიწყება. ავიაკიმპანია მგზავრებს ლონდონში, ”გატვიკის” აეროპორტში ჩაიყვანს.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g