LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგების ნაწილი ფილარმონიისკენ მიემართება, მათი თქმით, ორგანიზატორები მარშით მსვლელობას ფილარმონიასთან გეგმავენ

43
1

პარლამენტთან და “სირცხვილიას” ოფისთან დაპირისპირების შემდეგ, “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგების ნაწილი ფილარმონიისკენ მიემართება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებმა მსვლელობით ფილარმონიასთან უნდა ჩაიარონ.

“ფორტუნას” კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტებს სიტყვიერად უპირისპირდებიან და ეუბნებიან, რომ “ანტიქრისტეები არიან”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ამ დროისთვის “თბილისი პრაიდის” ოფისი ამ ეტაპზე ცარიელია და ისინი პოლიციამ გააპარა.

აქციის მონაწილეები შსს-ს განცხადებასაც აფასებენ და ამბობენ, რომ უწყების მხრიდან მოწოდება – პრაიდის მონაწილეებმა ღონისძიების ქუჩაში ჩატარებისგან თავი შეიკავონ – შიშის გამოხატულებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g