LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულს 2 300 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

41
dakaveba

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღნდეგო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, აკაკი ნაკაშიძეს მოსამართლემ 2 300 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

დაკავებული პირი მრგვალ ბაღთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა.

შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ამასთან, უწყების წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაკავებული შესაძლებელია, სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს, რის გამოც, ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად დაკავებულს, მან აღიარა, რომ იგინებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ “9 აპრილის მემორიალთან გარყვნილებას ვერ დაუშვებდა”.

მანამდე, კიდევ ერთს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, დარჩენილი 6 პირის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.

აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ – მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო: ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები