LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მოძრავი ტაქსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

123

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი ტაქსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც რუსთავიდან ვარკეთილისა და ვაკის მიმართულებით მოძრავი ტაქსის მძღოლები აცხადებენ, მათ კომპანია ,,ინტერტრანსში” დასაქმებულმა 40-მდე მძღოლმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ტაქსის აბრები დაუმტვრია და თბილისი-რუსთავის მიმართულებით მუშაობა აუკრძალა.

აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფენ ,,ინტერტრანსის” მიკროავტობუსების მძღოლები, რომელთა განმარტებითაც, მას შემდეგ, რაც ვაკისა და ვარკეთილის მიმართულებით ტაქსის კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა დაიწყო, ისინი დღიურ ნორმას ვეღარ ასრულებენ. აღნიშნულის გამო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. თავის მხრივ, პოლიციას მიმართეს ვაკისა და ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ტაქსების მძღოლებმა.
ინციდენტი ე.წ. ,,ვაკე ტაქსისა” და ,,ვარკეთილი ტაქსის” გაჩერებებზე მოხდა.