მშვიდობის ხიდი 1 საათით ვარსკვლავებით განათდა. ამის შესახებ “ფორტუნას” ინფორმაცია თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
უკავშირდება თუ არა სატესტო რეჟიმში, ხიდის მორთვა რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას, მერიაში ამაზე არ საუბრობენ.

“მშვიდობის ხიდს, ისევე როგორც თბილისის ანძას აქვს სხვადასხვა ფუნქციები და ამ ფუნქციებს ტესტავდნენ. ვარსკვლავები სხვა დროს არ არის ხოლმე, თუმცა სატესტო რეჟიმში ესეც სცადეს. კონკრეტულ ღონისძიებას არ უკავშირდება”, – განუცხადეს მერიაში “ფორტუნას”.
27 ივნისს ბრიუსელში საქართველომ და ევროკავშირმა ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. სწორედ მაშინ მოეწყო მშვიდობის ხიდზე ასეთი დეკორაცია.
2 თებერვალს კი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა გაიმართება, სადაც საბოლოოდ გადაწყდება მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. შესაბამისად, შესაძლოა, რომ მშვიდობის ხიდზე მსგავსი განათების სატესტო რეჟიმში გაშვება, სწორედ ამ თარიღს უკავშირდებოდეს.
თამთა უთურგაშვილი